17-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში, კინბაუმში მიმდინარეობდა, საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოკრივემ ალექსანდრე ბალაძემ ფინალი მონტენეგროელ მატია როგანივიჩთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრამდე გერმანელი ლუის კობერი და აზერბაიჯანელი ისმაილ ვალიევი, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ვარენ ჩოფო დაამარცხა.
შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარაძემ (52 კგ), რატი ხარბედიამ (46 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.