ეროვნულ არქივში გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის – „ნაზარის წერილების“ ჩვენება გაიმართა

ეროვნულ არქივში გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის – „ნაზარის წერილების“ ჩვენება გაიმართა.

ფილმმა ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.

„ნაზარის წერილები“ არის ფილმი 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის, ქუთათელი მიტროპოლიტის – ნაზარის შესახებ.

პროექტი, რომლის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ტელეკომპანია “იმედმა” განახორციელა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.