საქართველო Travel + Leisure-ის Best Awards 2025-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Travel + Leisure საქართველო Best Awards 2025-ის ფარგლებში, International Destinations Winners-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ გაიმარჯვა კატეგორიაში “Best Instagrammable Destination.”

Travel + Leisure Best Awards 2025 ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტურისტულ ჯილდოდ ითვლება და მსოფლიოს მასშტაბით ასახავს ყველაზე პოპულარულ და ვიზუალურად გამორჩეულ მიმართულებებს. საქართველო ამ კატეგორიაში მოხვდა ისეთ ცნობილ ტურისტულ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.

გამოცემის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენური მიმართულებაა მსოფლიოში.