თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟან-ლუი გრინდას გახმაურებული სპექტაკლი „სამსონი და დალილა“ გაიმართება

19,20,21,26,27,28 დეკემებრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მონტე-კარლოს ოპერის თეატრის დადგმას – სახელგანთქმული ფრანგი რეჟისორის ჟან-ლუი გრინდას გახმაურებულ სპექტაკლს „სამსონი და დალილა“ იხილავთ.

„ოპერა ჩემთვის არა მარტო გატაცებაა, არამედ დიდი სიყვარული,“ – ამბობს ჟან-ლუი გრინდა, რომელმაც 40 წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მრავალი საინტერესო სპექტაკლი დადგა („ტრავიატა“, „ერნანი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ჯამბაზები“, „ღამურა“, „ტანჰოიზერი“, „ჰოფმანის ზღაპრები“, „კარმენი“, „მეფისტოფელი“, „სამსონი და დალილა“, „ფალსტაფი“, „ვილჰელმ ტელი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „ბოჰემა“, „ტაისი“, თურქი იტალიაში“, „ვერთერი“, „ჯოკონდა“ და სხვა).

ჟან-ლუი გრინდას 10 წელი ეკავა ვალონის სამეფო ოპერის თეატრის დირექტორის პოზიცია, 15 წელი მონტე-კარლოს ოპერის თეატრის დირექტორის პოსტი. 2018 წლიდან იგი ორანჟის ფესტივალის დირექტორია.