2025 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ

გამოვლინდნენ „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები. ორგანიზატორების ინფორმაციით, 2025 წლის „წინანდლის პრემია“ მიენიჭათ:

თეატრალურ ხელოვნებაში – ანასტასია ჭანტურაიას

კინოხელოვნებაში – დეა ჭოლოკავას

პროზაში – თაკო წულაიას

პოეზიაში – ლარა შუკვანს

მუსიკალურ ხელოვნებაში – დავით ხრიკულს

სახვით ხელოვნებაში – ქეუ მეფარიშვილს

ჰუმანიტარულ მეცნიერებებში – გიორგი ჭკადუას

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – თინათინ ბარათაშვილს

„წინანდლის პრემია 2025“ განხორციელდა ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.