7 დეკემბერს, საქართველოს საელჩომ რუმინეთში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA- International Women Association) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში, რომელშიც მონაწილეობდა ბუქარესტში აკრედიტებული 50-ზე მეტი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია.
საქართველოს საელჩოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები და ხელნაკეთი ნივთები.