გუშინ ქალაქ ვარშავაში მეთვრამეტე საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება და ორგანიზებულია პოლონეთში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეების მიერ.
წელს საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ტრადიციული სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს ხელნაკეთი ნივთები და ეროვნული პროდუქცია შესთავაზეს. საქველმოქმედო ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო.
საშობაო საქველმოქმედო ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედი მარტა ნავროცკა, რომელიც საქართველოს სტენდს ესტუმრა.