მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სამხრეთ აფრიკა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

მსოფლიოს პირველობაზე – 15 წლამდე სპორტსმენებს შორის შერეულ ესტაფეტაზე, მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღეს ქართველი სპორტსმენები ბიატლში ინდივიდუალურ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.