საქართველოს ნაკრებმა „კარატე 1 – ახალგაზრდულ ლიგაზე“ სამი მედალი მოიპოვა

იტალია სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირს „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“ მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი, ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი ლევანი დადეშქელიანი (-52 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში  ესპანელი ჰუგო პერეს ლოპესი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს ნოდარ სუპატაშვილი (-60 კგ) და ნიკოლოზი აბულაძე (-68 კგ)  დასჯერდნენ.

Karate1 Youth League  – ახალგაზრდული ლიგა წარმოადგენს გამორჩეულ ასპარეზობას, რომელიც ახალგაზრდებს შორის თავისი სირთულით  მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება.

წელს იტალიის ქალაქ ვენეციაში თავი მოიყარა  მსოფლიოს 83 ქვეყნის 3378-მა რჩეულმა ათლეტმა კადეტებს, იუნიორებსა და U21 ახალგაზრდებს შორის.