10 დეკემბერს ფესტივალის “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების ფარგლებში” მეორე კონცერტი გაიმართება

10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფესტივალის “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების ფარგლებში” მეორე კონცერტი გაიმართება, სადაც გელოდებით საორგანო მუსიკის საღამო. თქვენს წინაშე წარდგება რომან კრასნოვსკი (უკრაინა/ისრაელი).

პროგრამაშია: იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750), ფელიქს მენდელსონ-ბართოლდის (1809 – 1847), იოჰანეს ბრამსის (1833-1897), იოჰან კრისტიან ჰაინრიხ რინკის (1770-1846), გეორგი კურკოვისა (უკრაინელი კომპოზიტორი) (1954*) და რომან კრასნოვსკის (1955*) ნაწარმოებები.

„რომან კრასნოვსკი, წარმოშობით უკრაინელი ორგანისტი, 1990 წელს ემიგრირდა ისრაელში. გასულ წლებში „რუბინის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის“ (იერუსალიმი) ასისტენტ პროფესორი, ამჟამად, კარმიელის კონსერვატორიის პროფესორია. იგი კონცერტებს მართავს ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, ა.შ.შ.-ში და მასტერკლასებს ატარებს საორგანო სხვადასხვა პროგრამისა და კურსის ფარგლებში.

მისი რეპერტუარის ფართო სპექტრი მოიცავს ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქებს, რომანტიზმსა და XXI საუკუნის მუსიკას. მისი ინიციატივით დაფუძნდა რეგულარული „საორგანო კონცერტების სერია“.

რომან კრასნოვსკის კონცერტი, თბილისში, შესრულდება “Alexander Schuke Potsdam” – ის ფირმის 3 მანუალიან, 40 რეგისტრიან ორგანზე – ერთადერთი საკონცერტო ორგანი საქართველოში, რომლის კურთხევა კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოხდა 1963 წელს:, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.