ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ტაეკვონდოში კადეტთა ევროპის გრან-პრის ფინალი გაიმართა. ნიკა ალოიანმა (-57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
სპორტსმენი ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.