მარიბორის ახალგაზრდულ ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს

სლოვენიის ქალაქ მარიბორში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის თასი გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა სამი – ერთი ვერცხლისა და და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვიცე-ჩემპიონი გიგი გიუნაშვილი (-73 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გივიშვილმა (-73 კგ) და შოთიკო გოჩიაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

ახალგაზრდა ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.