კონსერვატორიაში გონზალო რუბალკაბას ტრიო ჯაზის საღამოს გამართავს

2 დეკემბერს, 20:00 საათზე, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ჯაზის საღამო გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგება ცნობილი ჯაზპიანისტი – გონზალო რუბალკაბა და მისი ტრიო.

გონზალო რუბალკაბა, ფორტეპიანო;  რიკი როდრიგესი, ბასი;  ერნესტო სიმფსონი, დასარტყამი.