“ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო” (IWAG) ყოველწლიურ საახალწლო გამოფენას მართავს და საქველმოქმედო საქმიანობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს.
ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ზამთრის ბაზრობა 29 ნოემბერს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში, დილის 10:00 საათიდან საღამოს 6:00 საათამდე გაიმართება.
“ღონისძიება ასოციაციის მიერ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის 25-ე წლის აღსანიშნავად ტარდება.
ეს საზოგადოებრივი ღონისძიება აერთიანებს საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელოვანებს, რათა შექმნან სადღესასწაულო განწყობა და ამავდროულად მხარი დაუჭირონ მათ, ვინც საჭიროებს თანადგომას. ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ უნიკალური ადგილობრივი და უცხოური ნივთები, ხელნაკეთი ნიმუშები და სადღესასწაულო თემატიკის პროდუქტები.
მონაწილე საელჩოების მიერ წარმოდგენილი იქნება თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძები. გარდა ამისა, გაიმართება “ტომბოლა”, ბავშვებისთვის გამოყოფილი იქნება გასართობი ზონა. სტუმრების წინაშე საშობაო სიმღერებით წარდგება IWAG-ის ქალთა გუნდი. საახალწლო გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო და სოციალური პროექტების დაფინანსებას საქართველოს მასშტაბით.
“ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო” არის მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას საქართველოში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.