Factory Tbilisi-ს მრავალფუნქციური სივრცე, ორი დღის განმავლობაში, მასპინძლობდა იტალიის საელჩოს მიერ What About Georgia-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და კულინარია, მუსიკა და გართობა გააერთიანა.
იტალიური გასტრონომიის და მუსიკის ფესტივალის მრავალრიცხოვან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესინჯათ 20-ზე მეტი სტენდზე წარმოდგენილი ისეთი იტალიური ნაწარმი და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კერძები, როგორიცაა პასტა, პიცა, ყავა, ტირამისუ, ნაყინი და სხვ.
დეგუსტაციების გარდა, ფესტივალზე გაიმართა იტალიელი და ქართველი შეფმზარეულების მასტერკლასები და მუსიკალური პერფორმანსი, რომელსაც ცნობილი იტალიელი და ქართველი დიჯეები უძღვებოდნენ.