ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობაში საქართველოს, ირანის, გერმანიის, პოლონეთის, სომხეთისა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნის გუნდები ასპარეზობდნენ.
შეჯიბრების დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.
მწვრთნელების, გია კვინიკაძისა და მალხაზ ჯორბენაძის შეგირდებმა სომხეთის 2 გუნდი დაამარცხეს (10-0;8-2), ფინალში კი ირანს 6-4 მოუგეს და ჩემპიონები გახდნენ.