სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მედლისთვის ბრძოლაში ქართულმა კლუბმა “გოლდენ გორმა” თურქული ”გალათასარაი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე “გოლდენ გორმა” მეოთხედფინალში ყაზახური “ჯენისი” დაამარცხა, ნახევარფინალური შეხვედრა კი ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” დათმო.