ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ წონითი კატეგორიების რეიტინგები განაახლა.
ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთაგან წონითი კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ათეულში 6 ქართველი სპორტსმენია – ვლადიმერ გეგეშიძის შეგირდებიან საუკეთესო შედეგი ვახტანგ ლოლუას და გელა ბოლქვაძეს აქვთ.
ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი 57 900 ქულით 55კგ წონითი კატეგორიის ლიდერია. 59 900 ქულით პირველ ადგილზეა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი გელა ბოლქვაძეც (82კგ).
63კგ წონითი კატეგორიის რეიტინგში მესამე ადგილს ამირან შავაძე (52 600ქ) იკავებს. მასთან ერთად საუკეთესო ათეულში არიან:
გიორგი მელია 97კგ – IV ადგილი
იური ლომაძე 72კგ – V ადგილი
ჯონი ხეცურიანი 67კგ – IX ადგილი
თავისუფალ სტილით მოჭიდავეთაგან წონითი კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ათეულში 7 ქართველი სპორტსმენია – დავით ხურციას შეგირდებიან საუკეთესო შედეგი 49 900 ქულით მირიან მაისურაძეს აქვს. იგი 92კგ წონით კატეგორიის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.
საუკეთესო ათეულში კიდევ 6 სპორტსმენია:
ვლადიმერ გამყრელიძე 79კგ – VI ადგილი
სოლომონ მანაშვილი 125კფ – VI ადგილი
გიორგი ღონიაშვილი 61კგ – VIII ადგილი
ტარიელ გაფრინდაშვილი 86კგ – VIII ადგილი
გიორგი ელბაქიძე 74კგ – IX ადგილი
აკაკი ქემერტელიძე 70კგ – X ადგილი