თათული ბაცაცაშვილი სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed – From Membrane Biology to Neuroscience and Experimental Medicine აგრძელებს

აგრარული უნივერსიტეტიS ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული თათული ბაცაცაშვილი სწავლას ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed – From Membrane Biology to Neuroscience and Experimental Medicine აგრძელებს.

პროგრამა მიზნად ისახავს ბიომემბრანების მულტიდისციპლინარულ კვლევას, რომლის შედეგადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის თერაპიის დანერგვა.

სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება სამი უნივერსიტეტის თანამშრომლობით: Université Côte d’Azur (საფრანგეთი), University of Genoa (იტალია) და Osnabrück University (გერმანია).

თათულიმ მოიპოვა Erasmus Mundus პროგრამის სრული დაფინანსება და სტიპენდია.