კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტი „სიმღერით დავიბადე, სიმღერით ვცოცხლობ” გაიმართება

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტი „სიმღერით დავიბადე, სიმღერით ვცოცხლობ” გაიმართება.

მონაწილეობენ:

იაზეპს ვიტოლის ლატვიის მუსიკის აკადემიის სტუდენტური გუნდის ჯგუფი,

დირიჟორი – ვალდის ტომსონსი და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი.

სპეციალური სტუმარი, კომპოზიტორი – იაკაბს იანჩევსკისი;

პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები – პროფესორი რომანს ვანაგს და

პროფესორი ლიანა ჭონიშვილი

კონცერტი ეძღვნება აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების დაარსების 90 წლისთავს.

პროგრამა:

  1. ლატვიური ხალხური სიმღერა – ‘Dziedot dzimu, dziedot augu’ – ალფრედ კალნინშის არანჟირება, დირიჟორი ვალდის ტომსონსი;
  2. ლატვიური ხალხური სიმღერა ‘Es gulu, gulu’ – არიის შკეპასტსის არანჟირება, დირიჟორი ალისე ლივა ტაუბე;
  3. ლატვიური ხალხური სიმღერა – ‘Seši mazi bundzinieki’ – ერიკს ეშენვალდსის არანჟირება, დირიჟორი სანტა ლუსა;
  4. ლატვიური ხალხური სიმღერა – ‘Dindaru, dandaru’ – ლაურა იაკაბსონის არანჟირება, დირიჟორი კარინა იაბლონსკა;
  5. ლატვიური ხალხური სიმღერა ‘Kas gulēja Jāņu nakti’ – უგის პრაულინშის არანჟირება, დირიჟორი ვალდის ტომსონსი;
  6. ემილის მელნგაილის – ‘Jāņuvakars’, დირიჟორი რომანს ვანაგსი;
  7. იაკაბს იანჩევსკის – ‘When’, დირიჟორი ვალდის ტომსონსი;
  8. იაკაბს იანჩევსკის – ‘Mater amabilis’, დირიჟორი სალომე ხუციანი;
  9. იაკაბს იანჩევსკის – ‘Atsalums’, დირიჟორი ნინი ცინცაძე;
  10. იაკაბს იანჩევსკის – ‘Lux aeterna’, დირიჟორი რომანს ვანაგსი;
  11. იაკაბს იანჩევსკის – ‘Koki’, დირიჟორი რომანს ვანაგსი.

დასწრება თავისუფალია