თეკლა გურგენიძე სწავლას დიდ ბრიტანეთში განაგრძობს

აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული თეკლა გურგენიძე სწავლას დიდ ბრიტანეთში, London School of Economics and Political Science (LSE)-ში MSc in Culture, Justice, and Environment- ის პროგრამაზე აგრძელებს.

თეკლამ მოწვევა მიიღო აგრეთვე The University of Manchester-დან და Manchester Metropolitan University-დან, თუმცა საბოლოო არჩევანი LSE-ზე გააკეთა, რადგან შერჩეული სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ფართო სპექტრით კრიტიკულ გააზრებას გარემოსა და ადამიანის ურთიერთქმედების.

პროგრამა ეფუძნება სხვადასხვა დისციპლინის, მათ შორის ანთროპოლოგიის, სოციალური და ჰუმანიტარული  მეცნიერებების ანალიტიკურ მიდგომებსა და ხედვებს.