ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა ინანეიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი დაამარცხა.
ზაგრების გრანპრიზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა.