აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ვაჟა ფურცელაძე სწავლას აგრძელებს გერმანიაში, Darmstadt University of Applied Sciences-ში ელექტრო ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაშენებული სისტემების (Embedded Systems) მიმართულებით.
ვაჟა ფურცელაძის ინტერესს წარმოადგენს პროგრამირებადი კომპლექსური მოწყობილობები, ამავე დროს მსგავსი დანადგარების როლი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღითი დღე იზრდება, სწორედ ამიტომ აირჩია ვაჟამ ეს უნივერსიტეტიც, რაც დაეხმარება მას მეტი პრაქტიკული ცოდნის დაგროვებაში ამ მიმართულებით.