საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დატვირთული საგასტროლო სეზონი დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დატვირთული საგასტროლო სეზონი დაიწყო.

10 ნოემბერს, დუბლინში, Bord Gais Theatre-ში, რომელიც 2000-მდე მაყურებელს მასპინძლობს, შედგა პირველი სპექტაკლი -“მაკნატუნა”.

სპექტაკლს უდირიჟორა მაესტრო ლევან ჯაგაევმა ირლანდიის რადიო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

წარმოდგენამ ირლანდიელ მაყურებელში დიდი აღფრთოვანება და ხანგრძლივი  ოვაციები დაიმსახურა.

წინ კიდევ 7 სპექტაკლია, რის შემდეგაც დასი გადავა ქალაქ ბელფასტში, სადაც 8 სპექტაკლს წარადგენს Grand Opera House-ში.