15 წლის წინ, სწორედ ნოემბერში, მარიონეტების თეატრის გვერდით ამოიზარდა და თბილისის სიმბოლოდ იქცა ჯადოსნური კოშკი

15 წლის წინ, სწორედ ნოემბერში, მარიონეტების თეატრის გვერდით ამოიზარდა და თბილისის სიმბოლოდ იქცა ეს ჯადოსნური კოშკი, რომლის იდეა და შესრულება რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის. თავად ბატონი რეზო  კოშკის მშენებლობის ერთ-ერთ ეპიზოდს ასე იხსენებდა:

„ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შუა საუკუნეების ყველა დიდი თუ პატარა შენობა ტექნიკური უნივერსიტეტი იყო.

შარტრის, მილანის, გელათისა თუ მიძინების ტაძრის მშენებ­ლობაზე უამრავი ადამიანი სწავლობდა წონის გადანაწი­ლებას, კირ-ხსნარის ქიმიას, მასალათაგამძლეობას – ტექნი­კოსები დამეხმარებიან ამ აზრის განვითარებაში.

ასე, ამ ტექნიკურ უნივერსი­ტეტში, გავიგე, რომ დიდი ქვე­ბით ჯერ რეპეტიცია უნდა გაი­არო.

როგორ? აი, ასე!

სიჩქარე ამ საქმეში არ შეიძლება. ქვებს ჯერ ერთად აწყობენ, და­ახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრზე, კირის გარეშე, ამოწ­მებენ მათ თავსებადობას და მხოლოდ მერე, ბევრი სინჯის შემდეგ უბრუნებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს და აე­რთებენ კირით.

ორი წლის მანძილზე ვატოლებდით ერთ ქვას მეორეს, იმი­ტომ, რომ ეს თამაში მძიმე, მაგრამ ძალიან საინტერესო შრო­მაა.

ქვები ადამიანებივით უნდა შეერთდნენ – სიყვარულით, კონფლიქტით თუ ერთმანეთის მოფერებით.

P.S. კოშკის დამთავრების მეორე დღესვე, დილით, მივიღეთ ყველაზე დაუვიწყარი რეცენზია – პატარა პაკუსია ძაღლი მოვიდა, შეხედა ჩვენს კოშკს, არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ზურგი მოიფხანა, აწია ფეხი და დაასველა ქვედა ქვა. ეტყობა წინა ცხოვრებაში ინჟინერი იყო.

კოლეგამ დაგვტოვა“

წყარო: Gabriadze Theatre