შილდაში სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „არა-კი“ გაიმართება

14-15-16 ნოემბერს კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელ შილდაში მწერალთა სახლის და საერთაშორისო კულტურის ცენტრის ორგანიზებით სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „არა-კი“ გაიმართება.

„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის − პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ ისტორიულ-მხატვრულ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებს „არა-კის“ ჟიურის და მწერალთა სახლის  მიერ საგანგებოდ შერჩეული 10 ავტორი.

პროექტის ხელმძღვანელი: პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია.

პროექტის მენტორები: მწერალი, სცენარისტი კოტე ჯანდიერი; დრამატურგი, პროზაიკოსი ირაკლი სამსონაძე.