შანხაიში  საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE) დასრულდა

შანხაიში  საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE) დასრულდა, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა 40-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო. ექსპორტიორებმა საკუთარი პროდუქცია ასეულობით ათას ვიზიტორს წარუდგინეს  და  ახალი ბიზნესს კონტაქტები დაამყარეს.

წელს, ვიზიტორთა განსაკუთრებული დაინტერესება ეროვნულმა პავილიონმა გამოიწვია, სადაც  საქართველოს ისტორია, კულტურა, დამწერლობა, კულინარია,  ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი იყო ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უკვე მერვედ, უწყვეტად მონაწილეობს.