ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2025 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს გენერალური საკონსულოსა და საბერძნეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით, მუსიკალური ღონისძიება „მუსიკა აერთიანებს ხალხებს“ გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
საბერძნეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის წევრები;
მომღერლები: ლევთერის ადრიანოსი, სტავროს კრიტიკოსი, ირინი ტოლია, ლევთერის ტოლისი და ქართველი მომღერალი ჯორჯ გურენი (გიორგი გურგენაშვილი);
მუსიკოსები: ნიკოს ცაკალიდის (ვიოლინო), კონსტანტინოს პაპაკონსტანტინუ (ბუზუკი) ვასილის იოანიდის (დასარტმელი საკრავები), ხვიჩა თომაშვილი (სასულე საკრავი), არისტიდის დიმიტრიადის (ფორტეპიანო), ემანუილ კუცკაკის (ფორტეპიანო);
ქორეოგრაფიული ანსამბლები:
თესალონიკის ევქსინის კლუბი;
ხალკიდიკის პონტოელთა საზოგადოება „ალექსანდრე იფსილანტი“;
ნეა მუდანიის კულტურული საზოგადოება „ფაროსი“;
თესალონიკის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფესვები“, „ლომისი“ და „არგო“;
ჰერაკლიიის სერესის მუნიციპალიტეტის ფილარმონიის ორკესტრი;
დასაწყისი: 20.30 სთ-ზე.
მისამართი: თესალონიკის მერიის შენობა, დარბაზი, „მანოლის ანაგნოსტაკისი“.
დასწრება თავისუფალია.