8 ნოემბერს მადრიდში განსაკუთრებული საჭადრაკო საღამო გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, პროფესორმა ხესუს სეოანე სეპულვედამ წაიკითხა ლექცია, რომელიც მიძღვნილი იყო დავით გურგენიძის საჭადრაკო ეტიუდებსა და მათ სამეცნიერო მნიშვნელობაზე.
ლექციაზე გაანალიზდა ეტიუდების კონსტრუქცია, მათში ჩადებული იდეები და მათი ადგილი თანამედროვე საჭადრაკო აზროვნებაში.