საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოში ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა სულ 23 მედალი მოიპოვეს, აქედან – რვა ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ათი ბრინჯაოს მედალი.
ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს ანზორ ხმიადაშვილმა (-81 კგ), გიორგი პაპუნაშვილმა (-90 კგ), შოთა ჟორჟოლიანმა (+ 100 კგ), პაატა ღვინიაშვილმა (-100 კგ), დავით ლორიაშვილმა (+100), ვალერიანე გიგიბერიამ (73 კგ), ნესტორ ხერგიანმა (-73 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ).
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გივი ნადარეიშვილი (-60 კგ), სლავიკ რეზესიძე (+ 100), დავით უძილაური (-81 კგ), გიგლა ალიბეგაშვილი (-73 კგ) და მარიამ ციხელაშვილი (-57 კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლები კი დიმიტრი მულაძემ (-60 კგ), გოჩა ზაქრაძემ (-100 კგ), გეგი თამლიანმა (-100 კგ), ლაშა ტაველურმა (+ 100), ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (-60 კგ), ბადრი ბედიანაშვილმა (-60 კგ), დევიკო გობეჯიშვილმა (-100 კგ), გივი შარიაშვილმა (-100 კგ), ელგუჯა გვასალიამ (-90 კგ) და ანი ავაქიანმა (-57 კგ) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ალექსი დავითაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა.
ინფორმაცია საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.