ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საუკუნის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს

28 ნოემბერს, 20:00 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია ორკესტრის საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს. საუკუნის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს.

შემსრულებლები არიან: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი კარლო პონტი,  პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.

პროგრამაშია: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „სახლის კურთხევა”, ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი და ოტორინო რესპიგის „რომაული ფიჭვები“.

„გელოდებით 28 ნოემბერს ჩვენი 100 წლის საიუბილეო სეზონის მორიგ დაუვიწყარ საღამოზე“! – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.