ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯილდო მას იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა. ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ გადასცა.