პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა

თურქეთის ქალაქ მერსინში პარაძალოსნობაში, წოლჭიმსა  და სამჭიდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა.

პარასპორტსმენმა მირიან ოგნაძემ (+215 კგ) 215 კილოგრამი დაძლია, ჩაჯდომში 282 კილოგრამი ასწია, შედეგად ორი ოქროს მედალი და უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიოს რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.

გიორგი მაისურაძემ (+125 კგ) 165 კილოგრამი ჩათვალა, სამჭიდის ჯამში კი 590 კილოგრამი დააგროვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გიორგი გიგაურმა (-56 კგ) წოლჭიმში 61 კილოგრამი ასწია, სამჭიდის ჯამში კი 286 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ზაზა მარტიაშვილმა კი (-125 კგ) 155 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.