„კარპატების თასი“ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ჩვენმა გუნდმა სამიდან ორი შეხვედრა მოიგო და მიუხედავად უკრაინასთან წაგებისა, ისტორიაში პირველად გათამაშების ტრიუმფატორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასი“ ტურნირის გათამაშებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ტურნირის საუკეთესო მცველად ერეკლე არსენაშვილი, ხოლო საუკეთესო მეკარედ დავით ნიქაბაძე დასახელდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა “კარპატების თასზე” პირველად 2023 წელს იასპარეზა და მაშინაც მეორე ადგილი დაიკავა.
„კარპატების თასი“ საქართველოს ნაკრებისთვის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა. ჩვენი ხელბურთელები, იანვარში, მალმიოში (შვედეთი), შვედეთს, ხორვატიას და ნიდერლანდებს E ჯგუფში დაუპირისპირდებიან.