მოლდოვაში კლასიკური ბილიარდის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა მოზარდებს შორის, სადაც ლევან კიკალიშვილმა ფინალში უკრაინელი მატვეი ბინდასოვი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა, რაც საქართველოსთვის ახალგაზრდულ დონეზე ისტორიული შედეგია.
ლევანმა ჩემპიონატი წარმატებით, ორი გამარჯვებით დაიწყო; მეოთხედფინალური მატჩი კი დათმო, წაგებულთა ბადიდან ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ფინალში თამაშის უფლება დამაჯერებლად მოიპოვა.