თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის XIX ფესტივალის მეორე კონცერტი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის XIX ფესტივალის მეორე კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: დავით ხრიკული, ვერიკო ჭუმბურიძე, სურენ ბაგრატუნი, მამიკონ ნახაპეტოვი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა” კახი სოლომნიშვილის ხელმძღვანელობით.

საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ჰაიდნის, შოპენისა და მენდელსონის ნაწარმოებები.