მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის – IFA-ს ეგიდით, 26 ოქტომბრიდან და 1-ელ ნოემბრამდე, აზერბაიჯანში, ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში საქართველოდან 14 სპორტსმენი მონაწილეობდა; მათ შორის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში ინდოელი მეტოქე დაამარცხა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონატის მთავარ პრიზს – ოქროს ქამარს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძე, რამდენიმე კატეგორიაში ერთად ასპარეზობდა და მძიმე წონით კატეგორიაში სხვადასხვა საპრიზო ადგილებიც მოიპოვა.
ზვიად ხაჩიძე არის მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.
ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა კატეგორიაში სულ 13 მედალი და 1 ქამარი მოიპოვეს. აქედან 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.