საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კარპატების თასის გათამაშებაზე რუმინეთი დაამარცხა

რუმინეთი ხელბურთში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს – კარპატების თასის გათამაშებას მასპინძლობს.

ქართველი ხელბურთელები  მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 30:27 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.