საქართველო იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს

30 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრამდე, უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში საქართველო მონაწილეობს.

ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება:

🔹 ტრადიციული სამოსი

🔹 ისტორიული სამკაული

🔹 ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიცია

ანსამბლი „ბასიანი“ ფოლკლორული მუსიკის კონცერტს გამართავს.

საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის წარდგენა მიზნად ისახავს ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.