ბოტანიკურ ბაღში ფერადი და სურნელოვანი ”ყვავილების გამოფენა” გელოდებათ

1 და 2 ნოემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბოტანიკურ ბაღში ფერადი და სურნელოვანი ”ყვავილების გამოფენა” გელოდებათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.

ასევე გელოდებათ:

  • თიხით ძერწვის მასტერკლასი
  • ეკოსაგანამნანათლებლო აქტივობები
  • ეპოქსიდით შექმნილი თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
  • საშემოდგომო გვირგვინების მასტერკლასი
  • ყვავილების გადარგვისა და მოვლის მასტერკლასი

რა თქმა უნდა, განწყობის ასამაღლებლად გელოდებათ ცხელი გლინტვაინი, ნაკვერჩხალზე მოხალული წაბლი და სასიამოვნო გარემო.

 

 

 

ყვავილების გამოფენა