ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა გიგა ოდიკაძემ (60 კგ). ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 266 კილოგრამი დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ატაცში სპორტსმენმა 121 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი დაისაკუთრა და ევროპის რეკორდიც დაამყარა, აკვრაში კი  145 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გიგა ოდიკაძე