კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards – ის გამარჯვებულია

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025″ ტიტულის მფლობელი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ გასაოცარი ლანდშაფტები; კატერით ან პონტონით პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე გასეირნების დროს დატკბნენ ულამაზესი ხედებით. ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების კუთხითაც, რადგან აქ ფრინველთა უამრავი სახეობა იყრის თავს.

კოლხეთის ეროვნული პარკი