საბერძნეთში ქართული გალა კონცერტი – “მუსიკალური ბათუმი ათენში“ გაიმართა

საბერძნეთში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში ქართული გალა კონცერტი – “მუსიკალური ბათუმი ათენში“ გაიმართა.

აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით, და სოლისტებმა  ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს.

ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ანშლაგით დასრულდა.

გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას.

პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.