აჭარაში ფესტივალი ART Show მიმდინარეობს

აჭარაში ფესტივალი ART Show მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული კლასიკური ლირიკის კონცერტების ციკლი სახელწოდებით “ქართული სული”. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკე და საპატიო ბათუმელი – ჯიმსონ გურგენიძე გახლავთ. კონცერტები გაიმართა ხელვაჩაურის, ქობულეთის და ქედის კულტურის სახლებში. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და ასევე პროფესიონალი ვოკალისტები. შესრულდა როგორც ცნობილი და პოპულარული, ასევე მივიწყებული ქართული კლასიკური ლირიკა.

დღეს, 26 ოქტომბერს, ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნული კლასიკური ლირიკის კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი გობრონიძე, მარიამ შარაშენიძე, ერეკლე გურგენიძე და მზეო ჯიჯეიშვილი.

დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი წელს მესამედ ტარდება. საფესტივალო პროექტის “ქართული სულის” მთავარი კონცეფციაა არა მხოლოდ თანამედროვე ქართული ხელოვნების, მუსიკის და ზოგადად ხელოვანების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. პროფესიონალებთან ერთად ის აერთიანებს სტუდენტებსაც, სტიმულს აძლევს და გზას უკვალავს მათ და პროექტს შემოქმედებით კონცეფციას და პერსპექტივას მეტად მრავალფეროვანს ხდის .

ART Showფესტივალი