ისტორიაში პირველად საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან.
გამარჯვებული სპორტსმენებისთვის განსაზღვრულია საპრიზო თანხების გადაცემა შემდეგი ოდენობით:
I ადგილი – 20 000 აშშ დოლარი;
II – 10 000 აშშ დოლარი;
III – 5 000 აშშ დოლარი.
ჩემპიონატი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.