ელენე ქობალიას მორიგი ბრინჯაოს მედალი საერთაშორისო ტურნირზე

რიგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Riga City Council’s Cup-ის პირველ სათამაშო დღეს ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ.

გოგონები U12

სესილია ქათამაძე – მე-11 ადგილი 25 მონაწილეს შორის

ბიჭები U12

მათე ყიფშიძე – მე-10 ადგილი

მურად ბერიძე – მე-11 ადგილი 37 მონაწილეს შორის

ხოლო ელენე ქობალია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღეს ასპარეზობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გაგრძელდება.