25 ოქტომბერს ასურეთის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება

25 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, სადგურზე Bahnhof Station გაიმართება ასურეთის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი, სადაც ქვემო ქართლის მეღვინეები უნიკალური ჯიშებით დაწურულ ღვინოებს გაგიზიარებენ. ეწვიეთ ფესტივალს და აღმოაჩინეთ ქვემო ქართლის უნიკალური ღვინოები – ტრადიცია, რომელიც ცოცხლობს.

ფესტივალზე გელოდებათ:

  • ღვინის დეგუსტაცია
  • ცოცხალი მუსიკა
  • პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები ბავშვებისთვის
  • ხელნაკეთი ნივთები
  • ბევრი სითბო, გემო და კარგი განწყობა

ფესტივალი იმართება ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების ორგანიზებით, ბოლნისის ღვინის გაერთიანებასთან, აგროცენტრთან და Banhof-თან პარტნიორობით.

ფინანსური მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, Helvetas Swiss Intercooperation-ი და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).