ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე პლასიდო დომინგოს მიერ დაფუძნებულ საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე „ოპერალია” ეკატერინე ბუაჩიძე(მეცო-სოპრანო) ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი ორივე კატეგორიაში -ოპერა და Zarzuela, ფინალისტთა შორისაა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იგი ქალბატონ დოდო დიასამიძის კლასში სწავლობდა.
ფინალური ეტაპი გაიმართება 26 ოქტომბერს და პირდაპირ ეთერში გადაიცემა www.medici.tv -ზე. ასევე კონკურსის Youtube არხზე.