ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

სერბეთის ქალაქ ნოვისადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელებს შორის ქართველმა მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) პირველი ადგილისთვის შეხვედრაში ბრძოლა ეგვიპტელ მოჰამედ ჰასან აბდელრეჰიმთან დათმო.

ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, ირანელი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მოწინააღმდეგეები დაამარცხა.

საქართველოსთვის სერბეთში  მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მესამე მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თემურ ორჯონიკიძე (77 კგ) გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი კი აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ).