დედაენის პარკში აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება

შემოდგომის ყველაზე გემრიელი შაბათ-კვირა ბრუნდება – 25-26 ოქტომბერს, დედაენის პარკში აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“  გაიმართება.

„მოემზადეთ კარგი საჭმლით, შესანიშნავი ადამიანებითა და აგრობაზრისთვის დამახასიათებელი რიტმით გაჯერებული ორდღიანი თავგადასავლისთვის.

რა დაგხვდებათ:

  • დიეტას რომ დაგავიწყებთ, ისეთი ყველი
  • ღვინოები იმერეთიდან, კახეთიდან და აჭარიდან — რბილი, განსხვავებული, დაუვიწყარი
  • თაფლი და ჯანსაღი ტკბილეული
  • ლორი, სალა და სხვა ხორცპროდუქტები, რომლებიც თავს შეგაყვარებენ
  • აფხაზური აჯიკა — ცხარე და გემოებით გაჯერებული
  • ქართული ჩაი – სითბოსა და კომფორტისთვის შემოდგომის დღეებში
  • ნუშით დამზადებული გემრიელობები

მოიყვანეთ მეგობრები და ოჯახის წევრები! აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ სავსე იქნება თქვენთვის საყვარელი და ჯერ აღმოუჩენელი გემოებით.

🎶 მუსიკა, მხიარულება და ქართული სტუმარმასპინძლობა ჩვენზეა!“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში FAO-სა და Stall-ის ორგანიზებით ხორციელდება,

“უნიკალური ქართული გემო“აგრობაზარი